17 თებერვალს, კვირას, დღის 2 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერში გაიმართება აქცია „შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა”.
აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია „შენებისა და ინვესტიციების მოზიდვის სახელით ბათუმის ნგრევისა და ჩაბეტონების” გააპროტესტება.
“ისტორიული ძველი ქალაქი თითქმის დანგრევის პირასაა, ხოლო სანაცვლოდ ვიღებთ უსახურ და ფუნქციურად დაბალხარისხიან ნაგებობებს, ცათამბჯენებს, უჟანგბადობას და ამასთანავე უამრავ სირთულეს, რომელსაც ყოველდღირად ვაწყდებით მაცხოვრებლები და სტუმრები. გელით კვირას, 14:00 საათზე “იქ, სადაც ბათუმია “! – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე.
კვირას, 2 საათზე, იგივე მოწოდებით – „შეწყდეს ძველ ბათუმის ნგრევა“ სოლიდარობის აქცია გამართება თბილისშიც, ვარდების მოედანზე.
_________
მთავარ ფოტოზე: აქცია ძველი ბათუმის დასაცავად. ფოტო: „ბათუმელები”, მანანა ქველიაშვილი