ყველა დროის 20 რომანტიკული ფილმი



ყველა დროის რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც მუნჯი კინოს შედევრს, ასევე, სრულიად ახალ ფილმებს.

ეს მოხდა ერთხელ ღამითრეჟისორ ფრენკ კაპრას რომანტიკული კომედია 1934 წელსაა გადაღებული და თავის დროზე ოსკარიც აქვს მიღებული. ფილმში მთავარ როლებს კლარკ გეიბლი და კლოდეტ კოლბერი ასრულებენ.

კასაბლანკა – 1942 წელს გადაღებული ფილმია, მთავარ როლებში: ჰამფრი ბოგარტითა და ინგრიდ ბერგმანი.

დიდი ავადმყოფობა – 2017 წელს გადაღებული ამერიკული კომედია. ფილმს არა ერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ლოკარნოს კინოფესტივალზე, როგორც აუდიტორიის რჩეული ფილმი.

შენი სახელი დამიძახე – იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს 2018 წელს გადაღებული სურთი. ფილმი ამერიკელი მწერლის, ანდრე ასიმანის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული.

Call Me by Your Name

წვიმის ქვეშ მომღერალი – 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი დაუვიწყარი მელოდიებით.

წყლის ფორმა – გილელმო დელ ტოროს 2017 წელს გადაღებულმა ფილმმა 2018 წელს ოთხი „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო.

რობინ ჰუდის თავგადასავალი – 1938 წელს გადაღებული სათავგადასავლო მელოდრამა რობინ ჰუდზე.

ფილადელფიური ისტორია – 1940 წელს გადაღებული ფილმი. მთავარ როლში: კეტრინ ჰეპბერნი.

თავბრუსხვევა – რომანტიკული ფილმების სიაშია ჰიჩკოკის 1958 წელს გადაღებული ფილმი.

პორტში – ფილმში მთავარ როლში ახალგაზრდა მარლონ ბრანდოს იხილავთ, რომელმაც ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.

რომაული არდადეგებიუილიამ უოლერის ფილმი, მთავარ როლებში: გრეგორი პეკი და ოდრი ჰეპბერნი.

ქეროლი – 2015 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ასრულებენ. ფილმი 2015 წელს გამოვიდა ეკრანზე და ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა კინოფესტივალზე 244 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათგან 74 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამერიკელი პარიზში – 1951 წელს გადაღებული მელოდრამა.

ქარწაღებულნიმარგარეტ მიტჩელის რომანის 1939 წელს გადაღებული ეკრანიზაცია. მთავარ როლებში: კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი. ფილმს ერთდროულად რვა ოსკარი აქვს მიღებული.

GONE WITH THE WIND

შუაღამემდერეჟისორ რიჩარდ ლინკლეიტერის ცნობილი და ბევრისათვის საყვარელი მელოდრამა.
 
წითელი ფეხსაცმელები1948 წელს გადაღებული ბრიტანული ფილმი, ორი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი.
 
აფრიკის დედოფალი ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული დრამა. მთავარ როლებში: ჰამფრი ბოგარტი და კეტრინ ჰეპბერნი.
 
დიდი ქალაქის ჩირაღდნები – ჩაპლინის 1931 წელს გამოსული მუნჯი ფილმი, მისივე მონაწილეობით. ფილმში მუსიკა თავად ჩაპლინის შექმნილია.

City Lights

ენი ჰოლივუდი ალენის 1977 წელს გამოსული კომედია, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალი კი – 38 მილიონი აშშ დოლარი.

მზეთუნახავი და ურჩხული – სიაში მეოცე ადგილს იკავებს 1946 წელს ჟან კოკტოს მიერ გადაღებული ფრანგული მელოდრამა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შავ-თეთრია და სიუჟეტი ნაცნობი –  ის გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com