როცა გული გაწუხებთ

მიუხედავად იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა არსებობს, პაციენტების უმრავლესობა, ვისაც გული აწუხებს, მაინც დაბნეულია: – კლინიკები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და პაციენტს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე სერვისს სთავაზობენ. მკურნალობის ძირითად ფორმად რჩება მედიკამენტები და ინვაზიური ჩარევები (სტენტი, შუნტირება, კარდიოსტიმულატორი).

ნუთუ არ არსებობს ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება მხოლოდ საწყის ეტაპზეა და იწყებს პროგრესირებას. როცა ამ პრობლემას ჩავუღრმავდით და მოვიძიეთ – აღმოვაჩინეთ კლინიკა „მარჯი“, რომელიც გულის დაავადებების კვლევისა და მკურნალობის განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა და ამ ეტაპზე ერთადერთია. „მარჯი“ თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, საპატრიარქოს ტელევიზიასთან ახლოს მდებარეობს.

აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო ჩივილების დროსაც კი, შესაძლებელია ამ დაავადებების გამოვლენა, მარტივი არაინვაზიური, კომპიუტერული კვლევით – კარდიოვიზორით. ეს არის სკრინინგის ზუსტი და იდეალური ვერსია. პაციენტი საკუთარი თვალით ხედავს თავისი გულის მდგომარეობას დინამიკაში. მას არ სჭირდება ამისათვის სპეციალური განათლება.

კვლევასთან ერთად „მარჯში“ დანერგილია “უსისხლო შუნტირების“ მეთოდი, რომლის ეტაპობრივად გამოყენება აღადგენს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას,  გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროსაც კი (ეს არის სისხლის მიმოქცევის არაინვაზიური  დამხმარე საშუალება, რომელიც განტვირთავს გულს და ხელს უწყობს ახალი კაპილარული ქსელის წარმოქმნას).

მეთოდი დაიხვეწა შვეიცარიაში და წარმატებით გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში. იგი ასევე არის ბუნებრივი ანტისტრესული საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს დაძაბულ, აგრესიულ გარემოში (უცხოეთში ამ პროცედურებით ხშირად სარგებლობენ საქმიანი  და წარმატებული ადამიანები).

„მარჯში“ შექმნილია მშვიდი გარემო. პროცედურა კი სასიამოვნო და კომფორტულია…

მარჯის მისამართი: ქ. თბილისი, ანჯაფარიძის ქუჩა #23.

დაინტერესებულ პირებს კლინიკასთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე: (032) 2 998 277 

——————————————————————–

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი