მთავარი,სიახლეები

აქცია ხელვაჩაურში – ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

09.02.2019 • 2566
აქცია ხელვაჩაურში – ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩა #65-ში მცხოვრები 14 ოჯახი სახელმწიფოს ალტერნატიულ საცხოვრებელს ფართს სთხოვს.

ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა დღეს, 9 თებერვალს, საპროტესტო აქცია გამართეს. საქმე იმაშია რომ  ოპიზრების ქუჩაზე ახალი ავტომაგისტრალი გადის, რომელიც იქ მცხოვრებთა თქმით „ფაქტობრივად ჩიხში აქცევს 14 ადამიანის საცხოვრებელს“.

„ავტომაგისტრალი გადის, რომლის გამოც 10 მეტრიანი მიწაყრილი კეთდება. ჩვენ ჩიხში ვრჩებით და არ გვინდა ჩიხში ცხოვრება, მოწყვეტილი ვიქნებით გარესამყაროსთან. ნორმალური საცხოვრებელი პირობები არ გვექნება. ჩვენ ვითხოვთ გასახლებას. როგორც ადრე დააკმაყოფილა მოსახლეობა მთავრობამ, ისე დაგვაკმაყოფილონ ახლაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში აქციის მონაწილე დარეჯან მორთულაძე.

აქციის მონაწილეებთან ხელისუფლებიდან ან ხელვაჩაურის მერიიდან ამ დრომდე [13:05] არავინ გამოჩენილა.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელსაც ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლები მართავენ. ანალოგიური მოთხოვნით აქცია 30 იანვარსაც გაიმართა.

„შემოვლითი გზის მშენებლობა საფრთხეს გვიქმნის“ – აქცია ოპიზრების ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: