მთავარი,სიახლეები

უვადო პატიმრობა 4 წლის ბავშვის მკვლელობისთვის – სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა

08.02.2019 • 1315
უვადო პატიმრობა 4 წლის ბავშვის მკვლელობისთვის – სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა

პროკურატურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე  საირახონ მირბობიევა დამნაშავედ ცნო.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“  და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

___________

მთავარ ფოტოზე: უზბეკეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ფოტო: „ბათუმელები“, ჯაბა ანანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: