მთავარი,სიახლეები

საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

08.02.2019 • 1724
საქართველოს რკინიგზა: ომის ვეტერანებს მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებს შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

შეღავათი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: