მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

08.02.2019 • 1230
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 8 თებერვლის  21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 10 თებერვალს ბათუმში  დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, 11-12 თებერვალს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: