„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე დაზიანდა 225მმ-იანი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რომლის აღდგენისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, დღეს საღამოს 00:00 საათიდან, 7 თებერვლის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:
[checklist]
- ჯავახიშვილის ქუჩას: პუშკინისა და გ. ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში;
- გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას: გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში;
- გიორგი ბრწყინვალის ქუჩას: N122-დან, N132-ის ჩათვლით;
[/checklist]
„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152