რამდენ დღეს შენარჩუნდება უნალექო ამინდი ბათუმში – ამინდის პროგნოზი



გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 თებერვლის  21 საათიდან 7 თებერვლის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 8 თებერვალს  მოსალოდნელია უმეტესად  უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.

____________

ფოტო: „ბათუმელები“, ნანა კვაჭაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.