„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 4 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე ავარიულად დაზიანდა 1200 მმ-იანი წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.
სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან, 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიის განცხადებით, წყლის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ აბონენტებს განთიადში.
„მახინჯაურში, წყლის სამარგო რეზერვუარის მშენებლობის გამო, 4 თებერვალს, 11 საათიდან, 14:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. წყალმომარაგების მილზე ტექნიკურ სამუშაოებს შპს „ბათუმის წყლის“ კონტრაქტორი გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.