მთავარი,სიახლეები

„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

28.01.2019 • 2101
„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში მდებარეობს.

მერიაში აცხადებენ, რომ ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

გარევაჭრობა მიმდინარეობდა ამავე ქუჩაზე არსებულ საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის წინაც.

გარემოვაჭრეები მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: