მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება

27.01.2019 • 2403
შუახევში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება.

აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.

ადგილი შუახევში, სადაც აგრომომსახურების ცენტრი უნდა აშენდეს / ფოტო ტენდერიდან

აგრომომსახურების ცენტრი შუახევში / ვიზუალური ხედი პროექტიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: