ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

27.01.2019 • 1751
ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს, 27 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში დღისით მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლოლობა უმეტესად უნალექოდ;

27 იანვრის საღამოს 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე კი ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა.

აღნიშნულ პერიოდში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან შედარებით ძლიერი – 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 11-16 გრადუსი სითბო,
  • მთიან რაიონებში ღამით 3 გრადუსი ყინვა 2 გრადუსი სითბო, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; ღამით ზოგან 15-20მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8,2 გრადუსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 და 30 იანვარს აჭარის ზღვისპირა და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: