საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად 2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი.
შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო 20 % კონტეინერმზიდი.
2018 წელს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემების ტონაჟი 53%-ით გაიზარდა და 153,374 ტონა შეადგინა. რაც შეეხება საერთო ტვირთბრუნვას 2018 წელს საქართველოს პორტებმა 15 686 595 ტონა ტვირთი გაატარა.