მთავარი,სიახლეები

ბათუმში ორმოცდაათ წლამდე ქალი მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა

14.01.2019 • 3162
ბათუმში ორმოცდაათ წლამდე ქალი მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ორმოცდაათ წლამდე ქალი მრავალბინიანი სახლის მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს ის გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: