სად მიიღებთ „ტამიფლუს“ უფასოდ აჭარაში – პრეპარატი რეცეპტით გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში:

ბათუმში:

  • აფთიაქი „ფარმადეპო“, მის: ინასარიძის ქ. N14
  • აფთიაქი „ჯი-პი-სი“, მის: გორგილაძის ქ. N66
  • აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: ჭავჭავაძის ქ. N 46

ქობულეთში:

  • აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 4
  • აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 159

სამინისტროს ინფორმაციით პრეპარატის გამცემი აფთიაქების ჩამონათვალი იზრდება, მოქალაქეებს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება კი შუძლიათ ნომერზე -15 05.

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიღება ფორმა N100-ის საფუძველზე აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში შეუძლიათ: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს; ორსულებს; ბავშვებს; ასაკით პენსიონერებს; გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com