"ბათუმელების“ არქივიდან,სიახლეები

დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველასთვის უფასოა – გრიპის სეზონი

12.01.2019 • 33261
დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ყველასთვის უფასოა – გრიპის სეზონი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ის რისკ ჯგუფში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.

ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.

გუშინ, 11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა ინფრომაცია H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევის 15-მდე გაზრდის შესახებ, აქედან ხუთი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, არის კლება, თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა ის პაციენტები, რომლებიც დღემდე სტაციონარებში რჩებიან, რადგან დაავადება რთულად მიმდინარეობს.

12-13 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები 10:00-დან – 17:00 საათამდე იმუშავებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: