განათლება,მთავარი,სიახლეები

უფასო იმიტირებული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-12 კლასელებისთვის ბათუმში

12.01.2019 • 2932
უფასო იმიტირებული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-12 კლასელებისთვის ბათუმში

17 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული გამოცდა ჩატარდება.

უნივერსიტეტის ინფორმაციით იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება უფასოა და მხოლოდ მე-12 კლასელებს შეუძლიათ, მონაწილეების რაოდენობა კი, შეზღუდულია.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, „ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, შეამოწმონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში. ტესტები მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშების მიხედვით“ – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტი.

გამოცდის ჩატარების ადგილია ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N5, 17 იანვარი, 14:00 საათი. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: