მთავარი,სიახლეები

ნიუ-იორკ ტაიმსმა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ბათუმიც შეიყვანა

11.01.2019 • 2164
ნიუ-იორკ ტაიმსმა აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ბათუმიც შეიყვანა

გაზეთ The New York Times-ის 2019 წლის ტურისტულ გზამკვლევში 52 ქვეყანასა და ქალაქს შორის ბათუმიც მოხვდა. აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქებისა და ქვეყნების სიაში ბათუმი 38 ადგილზეა.

The New York Times-ი ბათუმთან დაკავშირებით წერს: „ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მომხიბვლელ დედაქალაქ თბილისში ტურისტების ნამდვილი ბუმია. მაგრამ, ამ ქვეყნის პატარა ქალაქი ბათუმი, სადაც ხასხასა მთები უკავშირდება შავი ზღვის გლუვ ქვიშიან სანაპიროს, გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ბათუმი უკვე პოპულარული კურორტია რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის. გარდაუვალია, რომ ეს ქალაქი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ვიზიტორებისთვისაც ასევე იქნება აღმოჩენა.

აღორძინებას იწყებს ბათუმის ახალი სასტუმროები, მათ შორის Le Meridien Batumi და ბათუმური ყაიდის დიზაინზე აგებული სასტუმროების ხაზი – Rooms hotel line. ბათუმის საბაგირო გზა კი  სანაპიროდან პირდაპირ ბოტანიკური ბაღის მწვერვალზე აგიყვანთ. აქ ღვინის წარმოება ცალკე გატაცებაა – ოჯახური BQ Wine ბარი და ყარალაშვილის მიწისქვეშა ღვინის მარანი (Karalashvili’s Wine Cellar) ვარდისფერ და ქარვისფერ ღვინოებს ზუსტად იმ ინგრედიენტებით ამზადებს, რომელსაც იოსებ სტალინი აღმერთებდა“.

The New York Times-ის  მიერ მომზადებული გზამკვლევის პირველი ათეული ასე გამოიყურება: პუერტო რიკო, ინდოეთის სოფელი ჰამპი კარნატაკის შტატში, ამერიკის ქალაქის სანტა-ბარბარა, პანამა, გერმანიის ქალაქი მიუნხენი, ისრაელის ქალაქი ეილათი წითელი ზღვის სანაპიროზე, იაპონიაში, დანია, პორტუგალია და კანადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: