მთავარი,სიახლეები

დავით სერგეენკო: „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

11.01.2019 • 1608
დავით სერგეენკო: „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკის ჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. „ბოლო დღეებში  ნათელი გახდა, რომ  მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც [მათთვისაც, ვინც არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფებში] ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის ბარიერს შეადგენს“, – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

რისკის ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბავშვები და ორსულები.

გარდა ამისა, სერგეენკოს ინფორმაციით, მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს გადაუდებელი ამბულატორიის სრულად დაფინანსებას. ამ დრომდე ამბულატორიულ მომსახურებას ასი პროცენტით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის აფინანსებდა სახელმწიფო, სხვები კი თანადაფინანსებით იღებდნენ ამ მომსახურებას.

სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპით ავადობა შემცირებულია, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ  განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ამ დროისთვის სტაციონარებში მკურნალობენ.

გრიპით ამ დროისთვის საქართველოში 15 პირია გარდაცვლილი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: