ხულოს სოფელ განახლებაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 801 230 ლარია. სკოლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერის პირობებშია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლის მშენებლობასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი, გაზი]. მის მიერ გადახდილი თანხები კი ანაზღაურდება სარეზერვო თანხიდან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით.

სამინისტრომ ტენდერი გუშინ, 10 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

ხულოს სოფელ განახლების საჯარო სკოლის შენობა / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com