მთავარი,სიახლეები

გრიპის ვირუსის გამო ბსუ სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე აჩერებს

10.01.2019 • 1480
გრიპის ვირუსის გამო ბსუ სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე აჩერებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე შეაჩერებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო.

რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, ამ დროისთვის აკადემიაშიც საგამოცდო პერიოდია. რექტორის მოადგილის ირაკლი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიაში ჯერჯერობით მუშაობა არ შეუჩერებიათ: „ისედაც არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და ინტენსიური შეხვედრები არ  გვაქვს. მხოლოდ ის დადის, ვისაც გამოცდა აქვს ჩასაბარებელი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: