როგორი ამინდი იქნება აჭარაში 14 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვარს აჭარის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

ობსერვატორიის პროგნოზით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი, ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში შიჩქარით, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 [2-
3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 9 გრადუსი.

12 და 13 იანვარს აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com