მთავარი,სიახლეები

სამი ადგილი და 82 მსურველი – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეების კონკურსი

09.01.2019 • 3091
სამი ადგილი და 82 მსურველი – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეების კონკურსი

ბათუმის ბულვარის მოადგილეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო დღე 5 იანვარი იყო. აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსის წესით ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე უნდა შეარჩიოს.

ბულვარის ადმინისტრაციის ზემდგომი სტრუქტურის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიაში 82 განაცხადია შესული, აქედან 57-მა პრეტენდენტმა განაცხადი მოადგილის თანამდებობაზე შეიტანა, 25-ს კი პრეტენზია პირველ მოადგილეობაზე აქვს.

ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2600 ლარია. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება, იცნობდეს საქართველოს შესაბამის კანონებს და ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.

თითქმის იგივე მოთხოვნებია კიდევ ორი მოადგილის მიმართაც, მათი ხელფასი კი 2500 ლარი იქნება.

 

ბათუმის ბულვარმა სამი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: