მთავარი,რეკლამა,სიახლეები

“ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წარადგინა

04.01.2019 • 2388
“ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წარადგინა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.

პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური)  ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შემდეგად ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, – განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა  დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.

პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის  მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეორნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

„ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების  / გემების, რაც ქმნის ახალ დაბალ-დანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.“

„ეიპიემ ტერმინალსის“ საკუთრებაში მყოფ და მართულ ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, შემდგომი მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას, როგორც ყველაზე ეფექტური და რაციონალური  ლოგისტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის“ – დაურთო კლაუს ლაურსენმა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმება დროებითი სამუშაო ადგილები.

ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ზოგადი ინფორმაცია ეიპიემ ტერმინალსის“ და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ შესახებ

“ეიპიემ ტერმინალსი“,  “ეი.პი. მოლერ – მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური  ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: