მთავარი,სიახლეები

H1N1 – ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს

03.01.2019 • 3889
H1N1 – ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დახმარება სჭირდება პაციენტს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში.

მინისტრის განმარტებით, მოქალაქემ დაუყონებლივ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, თუკი მას განუვითარდა მკვეთრად გამოხატული გაცივების სიმპტომები. ხშირ შემთხვევაში [თუმცა არ არის აუცილებელი] ეს არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭნაწლავის მხრივ, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ამ მომენტისთვის, პლიუს ერთი რომელიმე დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული ან მიმდინარე:

„ეს უკვე ცალსახად არის ჩვენება იმისთვის, რომ პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს. მათ აქვთ კომპეტენცია იმისათვის, რომ განსაზღვრონ სწორი მკურნალობა და დროული მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – თქვა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ რა შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა პრეპარატი „ტამი ფლუ“:

„როდესაც მკვეთრად, სწრაფად იწყება გაციების სიმპტომები და ამ მომენტისთვის ადამიანს აქვს რაიმე სხვა დაავადება, იქნება ეს თანდაყოლილი, ქრონიკული თუ რაიმე სხვა მიმდინარე დაავადება. პლუს ხანდაზმულები, ორსულები და მელოგინეები შედიან რისკ ჯგუფში.“

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ტამი ფლუ“ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ასევ მან უნდა გადააკონტროლოს თანმდევი სხვა დაავადებები და მითი კონდიციები.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ანტივირუსული მკურნალობა დაიწყოს სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში: „ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი“.

დავით სერგეენკო მოსახლეობას არწმუნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის უფრო გაზრდილ  რაოდენობაზეც გააკეთოს რეაგირება. მისივე თქმით, ახლა პანიკის საფუძველი არ არის: „მთავარია, დროულად მიმართვა ექიმთან იმ ჩვენებების მიხედვით, რომელიც მე მოგახსენეთ.“

ამავე თემაზე:

H1N1 – სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველები „ღორის გრიპის“ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: