მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარია

03.01.2019 • 2560
ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ]107.4 პროცენტია.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] იყო. ამ თემაზე: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია

2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით:

[checklist]

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.1 მლრდ აშშ დოლარი, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.1 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 328.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად – 806.3 მლნ აშშ დოლარი და 864.2 მლნ აშშ დოლარი.
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.5 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.5 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
  • საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.2 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 63.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 24.5 პროცენტია.

[/checklist]

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 328.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა: „აქედან, 201.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა [ნსუ], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“.

ამ თემაზე:

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: