მთავარი,სიახლეები

არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ

01.01.2019 • 3283
არა ჩაბეტონებას! – ნაძვის ხესთან აჭარის მთავრობას ტრანსპარანტებით დახვდნენ

31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართება, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები. აქტივისტები აპროტესტებენ, ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი  ექვსი თაუერის მშენებლობას.

ახალი წლის ღამეს, ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოება ბათომის წევრებმა ქალაქში არსებული ქაოტური მშენებლობები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა აქციის გამართვა ახალი წლის ღამეს, მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დროს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ქუჩაში გამოდიან და ამ ფორმით, მთავრობა კიდევ ერთხელ დაინახავს მოსახლეობის პროტესტს.

საზოგადოება „ბათომის“ და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე.
2018 წლის 31 დეკემბერი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტ მარი მუთიძის თქმით, უფრო ორგანიზებული და მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ კიდევ აპირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: