როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31  დეკემბრის  21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან  წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 2019 წლის 2-3 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ამავე თემაზე: 

ბათუმის მერია: წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი კონცერტები არ გადაიდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.