წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია ქედაში



წინასაახალწლოდ ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქციები მეორე დღეა იმართება. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში სოფელ ცხმორისში 8 წლის კახა ნაკაშიძეს ქედის მერი მოულოდნელად ეწვია და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.

,,როცა ნაკაშიძეების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, მაშინ გავიცანი კახა, რომელიც ძალიან წუხდა, რომ დაეწვა სასკოლო კომპიუტერი. მართალია, ოჯახს ქედის მერია და აჭარის მთავრობა დაეხმარა შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მინდოდა 8 წლის ბიჭუნას გახარება, რომელიც ისეთ დროსაც კი სწავლაზე ფიქრობდა”, – აღნიშნა ლევან გორგილაძემ შეხვედრისას.

,,შინ მოვლის“ პროგრამის 10 ბენეფიციარს საახაწლო ნობათები გადაეცათ.

,,შინ მოვლის“ პროგრამის 10 ბენეფიციარს საახაწლო ნობათები გადაეცათ.

ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნული ფონდის“ ორგანიზებით, გუშინვე ,,შინ მოვლის“ პროგრამის 10 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადაეცათ.

დღეს კი, აქცია აჭარის მთავრობის ინიციატივით იმართება. მუნიციპალიტეტში 105 შეჭირვებულ ოჯახს სურსათისა და ტკბილეულის ფუთებს გადასცემენ.

საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი