მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

31.12.2018 • 9612
რა უნდა იცოდეთ ქიმიოთერაპიის შესახებ – თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგია

კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს:

„თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის გარკვეული ნაწილის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება. კიბოს უჯრედებს ახლომდებარე ქსოვილში და ორგანოებში შესვლა და განადგურება შეუძლიათ. კიბო, როგორც წესი, ორგანიზმის ერთ ნაწილში იწყება და შემდეგ იწყებს გავრცელებას, ამ პროცესს მეტასტაზირება ჰქვია.

კიბოს 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, ყოველ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება.

აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რომლის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი თვითონ გააკეთებს, არჩევანს ჩაიტარებს თუ არა გამოკვლევებს შემდეგი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

კლინიკა „ნიუ პლაზმას“ გუნდი

კლინიკა „ნიუ პლაზმას“ გუნდი

როდესაც ადამიანი პირველად იგებს თავის დიაგნოზს – „სიმსივნე“, იგი სასწრაფოდ გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორეს, გონება უარს ამბობს მიიღოს რეალობა და საკმაოდ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ავადმყოფი შეეგუოს არსებულ მდგომარეობას. ზოგი სწრაფად ახდენს ადაპტაციას და ბრძოლისთვის ემზადება, არიან ადამიანები, რომლებსაც რთულად გადააქვთ ეს განსაცდელი. თუმცა, საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ სიმსივნე აღარ არის საბოლოო განაჩენი და მთელ რიგ შემთხვევებში მკურნალობით შესაძლებელია განკურნება. რწმენა, რომ ეს მკურნალობა მიზანმიმართული და შედეგიანია ეხმარება ადამიანს დაძლიოს არსებული პრობლემები და იმედიანად შეხედოს მომავალს.

ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები.

ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა და მემკვიდრეობითმა ინფორმაციამ. თუ ოჯახში არსებობს სიმსივნის თანდაყოლილი რისკი, აუცილებლად ჩაიტარეთ გენეტიკური კვლევა, რომელის საშუალებითაც შეამცირებთ სიმსივნის განვითარების რისკს.

ცხოვრების სტილის უმნიშვნელო ცვლილებები საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკებს. მაგალითად: ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში და სიგარეტის არ-მოწევა დაგეხმარებათ რისკების შემცირებაში.

ქიმიოთერაპია არის მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი სახეობა. როგორც ნებისმიერ მკურნალობას, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ამჟამად ამ მოვლენების მართვა უკვე შესაძლებელია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ქიმიოთერაპია ასოცირდება სიკვდილთან, რადგან ადრე, ძირითადად, დაგვიანებული სტადიის დროს გამოიყენებოდა.

ახლა კი პერსონალიზებული მედიცინის ფონზე ხშირად საწყის ეტაპზეც ვიყენებთ პროფილაქტიკისთვის და შედეგებიც გაცილებით უკეთესია. ასევე, არსებობს სიმსივნეების სხვადასხვა ტიპი, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიის საშუალებით იკურნება.

საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნული დაავადებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ამჯობინებს მის იგნორირებას და ბედთან შეგუებას. ეს დიდი შეცდომაა, ვინაიდან ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, კიბოსგან განკურნება, ხოლო ჯანსაღი ქცევებით მისი განვითარების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. რეალურად მათ უნდა იცოდნენ ქიმიოთერაპიის მკურნალობის ეტაპები, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომ მომზადებული შეხვდნენ  ამ პროცესს. მნიშვნელოვანია ადამინმა იცოდეს, რომ დროულად განახორციელოს კონსულტაცია ონკოლოგთან, მამოლოგთან და თავი აარიდოს ან დროულად აღმოაჩინოს პრობლემა.

ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, გემოს დაკარგვა, თმის ცვენა, კუნთების შესუსტება, კუჭის აშლილობა, შეკრულობა, ლორწოვანი გარსის ანთება, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების და ტრომბოციტების დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ქიმიური პრეპარატების ტოქსიურობა თითქმის ყველა შემთხვევაში დროებითი და მართვადი მოვლენაა: ადამიანის ორგანიზმს თავად აქვს უნარი აღიდგინოს ანტისიმსივნური მკურნალობით მიყენებული ზიანი.

ეს ყოველივე რამდენიმე კვირაში წესრიდგება და თავის საწყის ნორმას უბრუნდება. თუმცა, როდესაც შესაძლებელია ამ ყოველივეს თავიდან არიდება ადრეული დიაგნოსტიკით, ვფიქრობთ, არ უნდა გადადოს ადამიანმა ეს პროცედურა შემდეგისთვის.“

„პაქსმენი“ ბათუმშია

„პაქსმენი“ ბათუმშია

ქიმიოთერაპიის დროს ყველაზე შესამჩნევი თმის ცვენაა, რასაც პაციენტების უმრავლესობა მტკივნეულად აღიქვამს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ სხვებმა გაიგონ მათი დაავადების შესახებ. მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა საშუალებით პრობლემის დამალვას. ჩვენ გვქონია შემთხვევა, თმის ცვენით გამოწვეული დისკომფორტის გამო სამსახური დატოვა პაციენტმა. თუმცა, კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ უკვე შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი პაქსმენის ცივი ქუდების მეშვეობით. ინფორმაცია პაქსმენის შესახებ ნახეთ ვებ-გვერდზე: https://scalpcooling.ge/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: