მთავარი,სიახლეები

კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია 

31.12.2018 • 5715
კურორტ გოდერძიზე სასტუმრო კომპლექსი 3 708 000 ლარად გაიყიდა – მყიდველი ედნარ პაპუნაიშვილია 

მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა.

პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].

ამჯერად მოქმედ სასტუმროსთან ერთად ექვსი კოტეჯი, ერთი ე.წ. ხიჟინა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი [ჯამში 14 762 კვადრატული მეტრი] შპს „ხიდი 2006“-მა შეისყიდა.  ქონება  3 708 000 ლარად გაიყიდა, საწყისი ფასი 3 მილიონ 633 000 ლარი იყო, ბიჯი კი – 75 000 ლარი. ამ შემთხვევაში კომპანიას ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტი არ ჰყოლია.

ფოტო: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში  გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს – ესეც აუქციონით განსაზღვრული პირობაა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს ასევე დაევალება:

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს არანაკლებ ოცი მოქალაქის დასაქმება.

კურორტ გოდერძიზე მდებარე 948 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში [ე.წ. „ხიჟინა“] საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის 2019 წლის 31 მაისამდე შენარჩუნება.

 

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: