მთავარი,სიახლეები

საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმში ორი დღით დამატებით რეისებს ნიშნავს

27.12.2018 • 1160
საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმში ორი დღით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, დამატებით რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 28, 29, 30 და 31 დეკემბერს რეისები შესრულდება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით – 29 და 30 დეკემბერს.

ასევე, თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: