მთავარი,სიახლეები

სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

26.12.2018 • 1292
სარფში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს თ.მ.-სა და ე.მ.-ს, აღნიშნული მედიკამენტები (5 აბი ნარკოტიკული და 2 კაფსულა ფსიქოტროპული) საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდათ.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული შემთხვევები 19-22 დეკემბერს მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: