დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ



დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთებამდე დაიწყება საზეიმო კონცერტი.

ევროპის მოედანზე უკვე დამონტაჟებულ სცენაზე დღეს გამოვლენ:

  • აკე პატარაია თავისი ბენდით
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ ბენდი – BSU JAZZ
  • ბენდი „სალიო“

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხეს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  წარმატებულ ბათუმელ სპორტსმენებთან ერთად აანთებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი