აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის კრეატიული სააგენტო MPR-ი საქველმოქმედო აქციას იწყებს. აქციაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ პატარების სათამაშოები შეუძინონ და აჩუქონ.
“გახდი სხვისი სანტა. გაუზიარე სიხარული, მიიღე მონაწილეობა აქციაში და შეუქმენი ამაღლებული, წინასაახალწლო განწყობა ბავშვებს,” – ასე მოუწოდებს სააგენტო მოქალაქეებს აქციაში ჩართვისაკენ.
აქცია 7 იანვრამდე გაგრძელდება. ნებისმიერი სახის სათამაშო, რომელიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართებზე:
[checklist]
- მემედ აბაშიძის ქ. #48 თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
- პუშკინის ქ. #168 – TV25-ის ოფისი;
- ქუთაისის ქ. #8 – მარდი პლაზა, მეოთხე სართული;
[/checklist]