განათლება,სიახლეები

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი

18.12.2018 • 3124
ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – გაიცემა ფულადი პრიზი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გაგზავნონ  ესეი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე.

ესეში შესაძლოა განხილული იყოს:
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავრცელებული ფორმები იმ თემში, სადაც მოსწავლე ცხოვრობს;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავისებურებები;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავლენა ბავშვებზე;
• გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

ესეებზე მუშაობისას დაგეხმარებათ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორია (https://www.togetherforgirls.org/16heroes/). ისტორიების ქართული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ: https://bit.ly/16heroes

ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია: – კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა; არგუმენტაცია; ესეის სტრუქტურა; ესეის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა. ესეის მოცულობა, მაქსიმუმ 500 სიტყვა.

ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
– პლაგიატის შემთხვევაში მიღებული ესეი არ განიხილება;
– დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
– ესეიში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

პირველი ადგილი: 400 ლარი;

მეორე ადგილი: 250 ლარი;

მესამე ადგილი: 150 ლარი.

გამარჯვებული ესეები განთავსდება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში.

ესეების მიღების ბოლო ვადა 25 დეკემბერი, 2018 წელი. ესეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად  შემდეგი ფოსტის მისამართზე: info@ncce.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: