მთავარი,სიახლეები

ნოემბერში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი შემოვიდა

17.12.2018 • 1206
ნოემბერში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი შემოვიდა

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში უცხოეთიდან 558 576 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, მათგან 24 საათზე მეტ ხანს დარჩა 239 011 პირი, ტრანზიტით კი იმყოფებოდა 118 434 ადამიანი.

ყველაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ნოემბერში სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა – სულ 226 547 ადამიანი, 141 829 პირი შემოვიდა წითელი ხიდის გავლით, 13 6709 – სადახლოს სასაზღვრო პუნქტის გავლით, 130 290 კი – თბილისის აეროპორტის გავლით. ნოემბერში ბათუმის აეროპორტის გავლით ქვეყანაში შემოვიდა 10 626 მოქალაქე, ქუთიაისის აეროტპორტის გავლით კი უფრო მეტი – 22 028. ქვეყანაში შემოსვლის სტატისტიკის დანარჩენი ნაწილი სხვა სასაზღვრო – გამტარ პუნქტებზე ნაწილდება.

ამ წლის ნოემბერში ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა სომხეთიდან. ქვეყნების პირველი შვიდეული საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით ასე ნაწილდება:

  • სომხეთი – 149 260 
  • აზერბაიჯანი – 136 903
  • რუსეთი – 99 181
  • თურქეთი – 79 086
  • ევროკავშირის ქვეყნები – 18 593
  • ირანი – 17 595 
  • უკრაინა – 12 565 

ამავე თემაზე: 

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში

გადაბეჭდვის წესი