მთავარი,სიახლეები

ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

17.12.2018 • 2683
ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

25 დეკემბერს, 21:00 საათზე,  ევროპის მოედანზე ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთება.

ნაძვის ხის ანთების პარალელურად ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება, სადაც, ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმური ბენდები დაუკრავენ და მოლაპარაკება მიმდინარეობს „სალიოსთან“, იგივე სალომე კორკოტაშვილთან.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება და ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე თემაზე: 

ვინ იმღერებს ბათუმში საახალწლოდ – შემსრულებლებს 76 500 ლარს გადაუხდიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: