მთავარი,სიახლეები

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში

16.12.2018 • 1608
რომელი ქვეყნის მოქალაქეებს უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე ნოემბერში

შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარს ყველაზე ხშირად ირანის მოქალაქეები იღებდნენ.

ქვეყნების მიხედვით, ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარის შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • ირანი – საქართველოში შემოსვლაზე 434 მოქალაქეს უთხრეს უარი
  • ინდოეთი -საქართველოში შემოსვლაზე 370 მოქალაქეს უთხრეს უარი
  • თურქეთი – საქართველოში შემოსვლაზე 46 მოქალაქეს უთხრეს უარი
  • რუსეთი – საქართველოში შემოსვლაზე 44 მოქალაქეს უთხრეს უარი
  • უზბეკეთი – საქართველოში შემოსვლაზე 43 მოქალაქეს უთხრეს უარი
  • აზერბაიჯანი – საქართველოში შემოსვლაზე 42 მოქალაქეს უთხრეს უარი

დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა ოქტომბრის სტატისტიკაშიც, ოქტომბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ირანის 429 მოქალაქეს.

საქსტატის ცნობით, ირანის მოქალაქეებმა 2018 წლის III კვარტალში საქართველოში ყოფნისას საშუალოდ 2 116 ლარი დახარჯეს და ამით მე-4 ადგილს იკავებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ისრაელისა და გერმანიის რეზიდენტების შემდეგ. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 3.1 მილიარდ ლარს მიაღწია.

ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს თურქმენეთის – 33, პაკისტანის – 30, ეგვიპტის – 15 და სომხეთის 14 მოქალაქეს. ჩამონათვალში არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომელთაც, ასევე, უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე.

შს სამინისტროს  საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ნოემბერში სავიზო რეჟიმი საქართველოში დაარღვია 159 ირანის მოქალაქემ, ჩინეთის – 70-მა, რუსეთის – 23-მა, ინდოეთის – 17-მა, აზერბაიჯანის – 16-მა და სომხეთის 13 მოქალაქემ. ჩამონათვალში არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან გააძევეს თურქეთის – 4, ბანგლადეშის – 2, ირანის – 2 და მაროკოს 1 მოქალაქე.

______________

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/326647/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: