მთავარი,სიახლეები

სამინისტრო ჩაქვში, ზღვისპირას, 1კვ.მ მიწას 70 ლარად ჰყიდის – აუქციონი

09.12.2018 • 1843
სამინისტრო ჩაქვში, ზღვისპირას, 1კვ.მ მიწას 70 ლარად ჰყიდის – აუქციონი

დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ქობულეთის ქუჩა N42ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უპირობო აუქციონზე ჰყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 359 კვ.მ-ია და მისი საწყისი ღირებულება 25 ათასი ლარია.

უძრავი ქონება ერთი ბიჯის [500 ლარი] დამატებით რომ გაიყიდოს, მყიდველს 1 კვ.მ-ში 71 ლარის გადახდა მოუწევს, სამინისტროს კი 1 კვ.მ 69,6 ლარად აქვს შეფასებული.

საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველს ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ევალება. აუქციონი მიმდინარეობს და წინადადებების მიღება 2018 წლის 14 დეკემბერს დასრულდება.

აუქციონის პირობებში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე  შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, მომავალმა მესაკუთრემ პროექტი სს „საქართველოს რკინიგზასთან“ უნდა შეათანხმოს. ნაკვეთი რკინიგზის ხაზთან ახლოს მდებარეობს.

გასაყიდი ნაკვეთი ჩაქვში [წითლად] / ფოტოები ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: