მთავარი,სიახლეები

ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმში [ფოტო/ვიდეო]

08.12.2018 • 2795
ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ბათუმელი მხატვრის ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენაზე, როგორც მხატვარი გვეუბნება, ძირითადად ახალი ნამუშევრებია წარმოდგენილი.

„აქედან, სხვადასხვა გამოფენაში რამდენიმე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ახლა სრული შეფასება და შეჯამებაა წარმოდგენილი“.

ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენაზე 50-მდე ნახატია წარმოდგენილი. 2019 წლის ზაფხულში ბექა ბოლქვაძე პოლონეთში არტ-სიმპოზიუმზეა მიწვეული.

ბექა ბოლქვაძის ნამუშევარი.

გამოფენას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „ასეა სულ“ [ათინა ჯანუაშვილი და Bek Bekson]. გამოფენა 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

ჯგუფი „ასეა სულ“ – ბექა ბოლქვაძის გამოფენაზე.

მხატვარ ბექა ბოლქვაძის ნამუშევარი.

მხატვრის თქმით, გამოფენა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.

ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: