საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის

საჯარო და კერძო სკოლებისთვის CENN-ი საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასი, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაცია და მსგავსი მიდგომების დანერგვისკენ მიმართული საქმიანობა.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებასა და მყარი ნარჩნების დახარისხებაში. შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში – აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთში, ასევე, ქალაქ თბილისში.

„გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ისა და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად,“ – ნათქვამია საგრანტო განცხადებაში.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 იანვრამდე, ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო მოთხოვნების შესახებ, იხილეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com