გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5-6 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 6-7 დეკემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.
______________