სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოდან თურქეთში გადასვლას სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.