მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

30.11.2018 • 1287
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30  ნოემბრის  21 საათიდან პირველი  დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი. მთაში ითოვებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-3 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

__________

მთავარ ფოტოზე: შემოდგომა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე, „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: