მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აგროსექტორში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით არსებული სიტუაციის კვლევა

30.11.2018 • 2217
აგროსექტორში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით არსებული სიტუაციის კვლევა

„საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“ (IBDIPC) ახორციელებს რეგიონალურ (უკრაინა/საქართველო/მოლდოვეთი) პროექტს „სოფლის მეურნეობის რეგიონული პროფესიული განათლების ხელშეწყობა და სოფლის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მცირე გრანტების (Re-granting) პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორებია – „საზღვრისპირა თანამშრომლობის ცენტრი“ (უკრაინა – მთავარი პარტნიორი) და „პრო-რეგიონალური თანამშრომლობა“ (მოლდავეთი.

პროექტის ძირთადი მიზნები და ამოცანები

 [checklist]

  • სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონალური პროფესიული განათლების კუთხით არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესწავლა
  • რეკომენდაციების შემუშავება რეგიონალურ დონეზე პროფესიული განათლების პროგრამების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
  • მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთო მიდგომების შემუშავება პარტნიორ ქვეყანებში აგროსექტორში არსებული განათლების პროგრამების გაუმჯობესებისთვის

[/checklist]

პროექტის მიზნობრივი აუდიტორია/ბენეფიციარები – საჯარო სექტორი (მუნიციპალიტეტები, სამხარეო ადმინისტრაცია, სამინისტრო), სოფლის მეურნეობაში არსებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ამ სფეროში დასაქმებულები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები.

პროექტის ძირითადი აქტივობები :

[checklist]

  • სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი ბათუმსა და ოზურგეთში
  • კვლევა – პროექტი ითვალისწინებს კვლევის განხორციელებას, რაც პარალელურად ჩატარდება სამივე ქვეყანაში (საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვეთში) და მოიცავს სტეიქჰოლდერების (სამთავრობო, კერძო და საგანმანათლებლოს სექტორი) კვლევას.
  • სიტუაციის ანალიზი და რეკომენდაციები – კვლევის შედეგებისა და არსებული საჭიროებების, მოთხოვნების შესწავლის საფუძველზე მომზადდება სიტუაციის ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტი

[/checklist]

კვლევის შედეგები

სტეიკჰოლდერების კვლევის ფარგლებში წინასწარ შემუშავებული კითხვარების მეშვეობით გამოკითხული იქნა 55 რესპოდენტი, საიდანაც – არასამთავრობო სექტორი იყო – 15%, საგანმანათლებლო ინსტიტუტები– 24%, ბიზნესსექტორი – 27 %, სამთავრობო სექტორი – 35 %. გეოგრაფიული არეალი მოიცავდა აჭარა-გურიის რეგიონს.

ქვემოთ მოცემული კვლევის ძირითადი შედეგები:

აგროსექტროში საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება

[checklist]

  • საგანმანათლებლო პროგრამების დონე/ხარისხი – გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ დაბალია ხარისხი, უმრავლესობა (დაახლოებით 56%) – საშუალოდ დონეზე აფასებს და მხოლოდ 18%, მიიჩნევს, რომ პროგრამების ხარისხი/დონე კარგია
  • აგროსექტორში განათლების სფეროში რესპონდენტების მიერ გამოვლენილი ძირითადი პრობლემები – ა) საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის საჭიროებებს – 38 % მიიჩნევს, რომ ეს არის საშუალო პრობლემა, ხოლო 38% მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს; ბ) ტრენინგის მასალები დაბალი ხარისხისაა – 49% საშუალო სირთულის და 25% მნიშნველოვან პრობლემად მიიჩნევს, გ) ტრენერები / ლექტორებს არ გააჩნიათ საჭირო ცოდნა / გამოცდილება – 29% მნიშვნელოვან და 49% საშუალო სირთულის პრობლემად მიიჩნევს 49% არსებობს მაღალი ხარისხის პროფესიული პროგრამებისა და სპეციფიკური ტრენინგების ნაკლებობა კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევებისკენ (განსაკუთრებით დაბალი / საშუალო დონის მუშაკების მომზადება) – თითქმის 47%, როგორც საშუალო პრობლემური არეალი და 29%, როგორც მთავარი პრობლემა.
  • აგროსექტორში განათლების განვითარების ხელშეწყობსა და მხარდაჭერის კუთხით სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა – 34% აფასებს როგორც ეფექტურს, 51% – საშუალო ეფექტის მქონეს. შესაბამისად საჭიროა სახელმწიფო პროგრამების შემდგომი გაუმჯობესება და უკეთესი კორექტირება ბაზარზე საჭიროებების.
  • საერთაშორისო დონორი პროგრამების ეფექტურობა აგროსექტორში განათლების განვითარებასა და მხარდაჭერის მხრივ – 46% მიიჩნევს ეფექტურად, 44% – საშუალო ეფექტის მქონედ. სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობასთან შედარებით ოდნავ უკეთესი შედეგია.

[/checklist]

არსებული პრობლემები, გამოწვევები და საჭიროებები

[checklist]

  • აგროსექტორში პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაცია – რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ რთულას მოსაძიებელია ან არ არის ხელმისაწვდომი.
  • აგროსექტორში განათლების ცენტრების სწავლის /კვალიფიკაციის დონის მატჩი შრომის ბაზრის / ბიზნესმოთხოვნების საჭიროების მიხედვით – 22% მიიჩნევს, რომ არ შეესაბამება, ხოლო 62%-ს მიაჩნია – მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება.
  • ძირითადი პრობლემური საკითხები სასწავლო კურსების კურსდამთავრებულებთან დაკავშირებით – პრაქტიკული უნარ-ჩვევების, კონკრეტული პროფესიული კვალიფიკაციის, კრეატიულობისა და უცხო ენების ცოდნის ნაკლებობა.
  • აგროსექტორში კადრების მოძიების სირთულე – 65% მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ რთულია. რეკრუტირების პროცესში მნიშვნელოვანი პრობლემაა: პრაქტიკული უნარ-ჩვევების არარსებობა, პოტენციური კანდიდატები სოფლად მუშაობის მოტივაციის ნაკლებობა, კვალიფიკაციის ნაკლებობა და ა.შ.
  • საკითხები / სფეროები რა მიმართულებითაც მნიშნველოვანია მეტი ტრენინგები და უკეთესი საგანმანათლებლო პროგრამები – სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქციის ხარისხის მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობის მეთოდოლოგია და სოფლის მეურნეობის სექტორის სხვადასხვა ფუნქციებთან დაკავშირებული სპეციფიკური უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით საჭიროა მარკეტინგისა და გაყიდვების, მენეჯმენტისა და ბიზნესის დაგეგმვის უნარ-ჩვევები.
  • სპეციალისტები/კადრები, რომელთა დეფიციტს განიცდის ამ ეტაპზე აგროსექტორი – გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ესაა – სასოფლო-სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული კონკრეტული პროფესიები, 71% – ქვედა რგოლის მუშახელი (კონკრეტული საქმის სპეციალისტები და ა.შ.), 63% – მენეჯმენტის საშუალო და მაღალი რგოლი.
  • ცვლილებები სასწავლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს აგროსექტორისთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას – რესპონდენტთა დიდი ნაწილი (76%) მიიჩნევს, რომ აუცილებელია უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტის ჩართვა სწავლების პროცესში, 67% – აგროსექტროთან დაკავშირებულ სპეციფიკურ უნარ-ჩვევებზე უფრო მეტი აქცენტი, უცხო ენების სწავლების გაუმჯობესება – 36%.

[/checklist]

კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის დონე

[checklist]

  • ბიზნესსექტორის თანამშრომლობის დონე სტაჟიორების მიღების და სამუშაო პრაქტიკის ორგანიზების კუთხით – რესპონდენტთა უმრავლესობა (82%) აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა პერიოდულად ხდება და ხშირი არ არის. ბიზნესსექტორის მხრიდან თანამშრომლობის სურვილის ნაკლებობას, როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, განაპირებობს შემდეგი –  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების მიმართ ნდობის ნაკლებობა, სამუშაოების  სეზონურობა, კომპანიები ნაკლებად არიან მოტივირებული, დრო დახარჯონ სტაჟიორებისთვის, სტაჟიორთა პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ნაკლებობა.
  • ბიზნესსექტორის მიერ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმება – რესპონდენტების 80% მიიჩნევს, რომ ეს არ ხდება ხშირად და შესაბამისად არ არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა.
  • რეკრუტირების პროცესში არსებულ ძირითად პრობლემებს მიეკუთვნება – პრაქტიკული უნარ-ჩვევების ნაკლებობა (32%), დაბალი ხელფასები აგროსექტორში (30%) და ა.შ.

[/checklist]

როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ხარისხი საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან დაბალია. თუმცა მეორე მხრივ – აგროსექტორში არსებობს საკმაო დეფიციტი კვალიფიციურ კადრებზე და არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულების შეთავაზების შემთხვევაში, აგროსექტორში მომუშავე კომპანიები დაინტერესებული იქნებიან მათი დასაქმებით. სამომავლოდაც კადრებზე მოთხოვნა ამ სფეროში, როგორც მოსალოდნელია, გაიზრდება – რესპონდენთა 91%-იც ასე ფიქრობს და ზოგადად, აგროსექტორის განვითარების პერსპექტივებიც ამაზე მიუთითებს. შესაბამისად, სამომავლოდ აუცილებელია ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ibdipc@gmail.com, ტელ.: 599 482 181

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: