მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის კიდევ ერთი დახურული სხდომა ქედაში, ღვინის ქარხანაში

30.11.2018 • 1577
აჭარის მთავრობის კიდევ ერთი დახურული სხდომა ქედაში, ღვინის ქარხანაში

დღეს, 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტში, ტრადიციული კახური მეღვინეობის ქარხანაში შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტებიც, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ამ სხდომის დახურვასაც აპირებს. ქედაში ჩასული ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრნენ სხდომას, შემდეგ კი სხდომა დაიხურა.

„ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა სხდომის დახურვის შემდეგ:

„გასვლითი სხდომები ხომ იმიტომ არის, რომ მეტი საჯაროობა იყოს?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ თორნიკე რიჟვაძეს სხდომის დაწყებამდე დაუსვა, რაზეც მთავრობის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ „გასვლითი სხდომები იმიტომ არის, რომ იყოს ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა დონეზე“.

მედიისთვის აჭარის მთავრობის სხდომები მას შემდეგ დაიხურა, რაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა. რიჟვაძემ გამოიყენა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ  „ქართული ოცნების“ მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს არ გამოუყენებია, არც არჩილ ხაბაძეს და არც ზურაბ პატარაძეს.

მთავრობის სხდომას ესწრებიან მინისტრები და ასევე, მუნიციპალიტეტების მერები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: