ხელვაჩაურის 14 უბნიდან 13 ზურაბიშვილმა მოიგო


ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, ხელვაჩაურის 83-ე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დოისთვის [12:40 საათი] 14 უბნიდან 13 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი ერთი –  36-ე უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში სულ 44 944 ამომრჩეველი ცხოვრობს და მათგან 27 347-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, ხელვაჩაურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო – 49.62 %.

ხელვაჩაურში სულ 46 საარჩევნო უბანია.

___________

არჩევნების მეორე ტური აჭარაში. ფოტო: „ბათუმელები“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com