მთავარი,სიახლეები

ბათუმში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

29.11.2018 • 2282
ბათუმში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, ბათუმში არჩევნები სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში სულ ხმა მისცა 80 364-მა ამომრჩეველმა. ოლქში შესული ოქმების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • სალომე ზურაბიშვილი – 43 630 ხმა [56 %]
  • გრიგოლ ვაშაძე – 34 656 ხმა [44 %] 

ბათილად იქნა ცნობილი 2 051 ბიულეტენი. ბათუმში სულ 10 საჩივარი დაიწერა.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 55.84-მა პროცენტმა მისცა ხმა. არჩევნების მეორე ტურის მონაცემებით, ბათუმში სულ 143 925 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბრის არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. მაშინ ვაშაძემ 27 676 ხმა მიიღო [ამომრჩევლის ხმათა 44.82%], ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 20 919 ხმა [ამომრჩევლის ხმათა 33.88%].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: